11:45 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-24 22:12:41, 1311 ნახვა

პოლიტიკა
„სირცხვილიამ“ 3 ივლისს აქცია დააანონსა - შევიკრიბებით და დავრჩებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია

მოძრაობა, „სირცხვილიას“ წევრმა შოთა დიღმელაშვილმა, 3 ივლისს მორიგი აქცია დააანონსა.

დიღმელაშვილის თქმით,  იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნების“ მთავრობა მათ მიერ შემუშავებული გეგმის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, 3 ივლისს საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში მასშტაბური აქციები მოეწყობა.

„თუ ხელისუფლება და ივანიშვილი ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, მოვალთ კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ვართ დღეს და ვიდრე ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ ქართველი ხალხის რისხვას, რომელიც ჯერ არ უნახავთ. მანამდე, 3 ივლისამდე ვივლით და დავარწმუნებთ ადამიანებს, სად სუფევს საქართველოს ხსნა. ხოლო 3 ივლისს წამოვალთ ყველა ქალაქიდან, ყველა სოფლიდან და შევიკრიბებით თბილისში, პარლამენტის წინ და დავრჩებით აქ და არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია“,- განაცხადა დიღმელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტთან აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს. 

აქცია სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ და არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით ტარდება, რომლებიც საზოგადოებას სამოქმედო გეგმა გააცნეს.

აქციას ასევე შეუერთდნენ სტუდენტები საქართველოს 12 უნივერსიტეტიდან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics