|
2022-06-22 19:55:43, 1135 ნახვა
პოლიტიკა
არახამია - არ მოგატყუოთ ერთი ოლიგარქის დაკვეთით მოქმედი, საქართველოს პრემიერის გავრცელებულმა ფეიკებმა
არ მოგატყუოთ ერთი ოლიგარქის დაკვეთით მოქმედი, საქართველოს პრემიერის გავრცელებულმა ფეიკებმა. - განაცხადა რადას ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამიამ ირაკლი ღარიბაშვილის საპასუხოდ და ქართველ ხალხს მიმართა. მისივე თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი "გამარჯობა საქართველო. მინდა, გამოვეხმაურო ფეიკებს, რომელსაც საქართველოს პრემიერმინისტრი ავრცელებს. მან თქვა, რომ არახამია, ანუ მე, ვიყავი ევროპასა და აშშ-ში და ვესაუბრე ევროკავშირის წევრებს, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. საქართველო ყოველთვის იყო და იქნება უკრაინის მეგობარი! მინდა მადლობა გადავუხადო მთელ ქართველ ხალხს უკრაინისა და ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერისთვის. ჩვენ, უკრაინა და მისი ხელისუფლება მაქსიმალურად დავეხმარებით საქართველოს, გახდეს ევროკავშირის წევრი... და გთხოვთ, არ მოგატყუოთ ერთი ოლიგარქის დაკვეთით მოქმედი, საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ გავრცელებულმა ფეიკებმა". - განაცხადა არახამიამ. შეგახსენებთ, რომ დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის მაღალჩუნოსნები საქართველოს ომში ჩამთრევად მოიხსენიე და ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდებებს უკრაინიდან უკვე მოჰყვა გამოხმაურება.
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დრონით თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)