16:03 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-20 12:17:34, 1117 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა - დღეს რუსთაველზე ზღვა იქნება, რატომ ვარ დარწმუნებული? ასეა, როცა რუსეთში დაბრუნების საფრთხეა

დღეს რუსთაველზე ზღვა იქნება. რატომ ვარ დარწმუნებული? იმიტომ რომ ასე იყო 1989 წლის 9 აპრილს, ასე იყო 2003-ის 23 ნოემბერს, ასე იყო 2019-ის 20 ივნისს. ასე იყო ყოველთვის, როცა რუსეთიდან გაქცევის შანსია, ასე იქნება ყოველთვის, როცა რუსეთში დაბრუნების საფრთხეა, - ასე აფასებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა რუსთაველის გამზირზე დღეს დაგეგმილ აქციას „შინ ევროპისკენ“. 

როგორც უგულავა სოციალურ ქსელში წერს, წლის ბოლოს საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის კანდიდატი. ამისათვის უნდა მოხდეს საქართველოს დეოლიგარქიზაცია.

"ამოცანა არასდროს ყოფილა ასეთი ცხადი და ხელშესახები. წლის ბოლოს საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის კანდიდატი. ამისათვის უნდა მოხდეს საქართველოს დეოლიგარქიზაცია. ამისათვის ივანიშვილის ოცნება უნდა წავიდეს. საჭიროა ახალი, დიდი ძალისხმევა, რომ ეს გეგმა შესრულდეს. ამისათვის: რიგგარეშე არჩევნები; ახალი კოალიციური მთავრობა; ას დღეში ყველა აუცილებელი რეფორმის დაწყება; წლის ბოლოს საქართველო ხდება კანდიდატი ქვეყანა;

არ გჯერათ? წარმოუდგენელია? კი თუ სახლში დარჩები დღეს. დღევანდელი დღე განსაზღვრავს, ეს ილუზიაა თუ რეალობა. მომდევნო ექვსი თვე დიდი ძალისხმევა და მარათონი გვაქვს წინ, მაგრამ წინ ევროპაა. ერთად წავიდეთ შინ, სახლში ევროპისკენ“, - წერს გიგი უგულავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics