|
2022-06-17 15:40:08, 954 ნახვა
პოლიტიკა
არასამთავრობოები - 24 ივნისამდე ჯერ კიდევ არის შანსი, ხელისუფლებამ გამოასწოროს ვითარება და დაიწყოს რეფორმები
სამოქალაქო ინიციატივა "გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ" ხელისუფლებას მოუწოდებს ევროკავშირის სტატუსის მისაღებად რეფორმები დაუყოვნებლივ დაიწყოს. მათი განცხადებით, 24 ივნისამდე ჯერ კიდევ არის შანსი, ხელისუფლების უმაღლესმა კონსტიტუციურმა ორგანოებმა სწრაფად გადადგან ნაბიჯები შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად და ამით ძლიერი გზავნილი გაუგზავნონ ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერებს, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების წინ. "ექსპრესნიუსი" სამოქალაქო ინიციატივის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მიმართ კომისიის მოსაზრებები უკიდურესად კრიტიკულია, და უკრაინისა და მოლდოვისაგან განსხვავებით არ შეიცავს რეკომენდაციას წევრობის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებასთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულება მიმდინარე პროცესისადმი და მიზანმიმართული, დამაზიანებელი ნაბიჯები, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ძირს უთხრიდა ჩვენი ქვეყნის ისტორიულ შესაძლებლობას - გავხდეთ ევროკავშირის ნაწილი. მიუხედავად შექმნილი მძიმე მდგომარეობისა, ევროკავშირი არ აპირებს ქართველი ხალხის მიტოვებას და ამის დასტურია ის ჩამონათვალი, რომელთა შესრულების შემთხვევაში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მიღება გარანტირებული იქნება. 24 ივნისამდე ჯერ კიდევ არის შანსი, ხელისუფლების უმაღლესმა კონსტიტუციურმა ორგანოებმა სწრაფად გადადგან ნაბიჯები შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად და ამით ძლიერი გზავნილი გაუგზავნონ ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერებს, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების წინ. ევროკომისიის მოსაზრების თანახმად, რომელიც ასახავს საქართველოში არსებულ რეალობას, კანდიდატობის სტატუსის მიღებისთვის აუცილებელია: ე.წ. შარლ-მიშელის შეთანხმების სულისკვეთებით პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება; ყველა სახელმწიფო უწყების დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერება, მათზე დემოკრატიული ზედამხედველობის უზრუნველყოფა; საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება; მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა; ანტიკორუფციული რეფორმა; საქართველოს დეოლიგარქიზაცია; ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის გაზრდა; მედია გარემოს გააუმჯობესება; ადამიანის უფლებების, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების დაცვა; გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა; სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე; სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება; სახალხო დამცველის არჩევის პროცესში დამოუკიდებელი კანდიდატების შერჩევა; ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს, გამოავლინონ მზაობა ზემოხსენებული საკითხების გადასაწყვეტად და გადავიდნენ მოქმედებაზე, რათა 24 ივნისამდე უზრუნველყონ კონკრეტული ინიციატივების მიღება და ძირითადი დამაბრკოლებელი ბარიერების მოხსნა. ჩვენის მხრივ, მზად ვართ სახელმწიფო ორგანოებს გადავცეთ ჩვენს მიერ წლების მუშაობის შედეგად შექმნილი ცვლილებების პაკეტები", - აცხადებენ არასამთავრობოები.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)