17:02 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-17 12:56:03, 780 ნახვა

პოლიტიკა
გოშიევსკა - არ შეიძლება ხალხის და ქვეყნის დასჯა ერთი ოლიგარქის თავგასულობის გამო, მხარს ვუჭერ ივანიშვილის დასანქცირებას

არ შეიძლება ხალხის და ქვეყნის დასჯა ერთი ოლიგარქის თავგასულობის, სიძულვილისა და პრორუსული განწყობების გამო. ამიტომ სრულიად ვუჭერ მხარს ევროპული პარლამენტს განცხადებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე, - ამის შესახებ პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერმა მალგორზატა გოშიევსკამ „ვივამედის“ კლინიკასთან მისვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გოშევსკას თქმით, იმის მიუხედავად, რომ პოლონეთმა უკვე არაერთხელ განაცხადა სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე პრეზიდენტ სააკაშვილის სამკურნალოდ მიღების თანხმობა, მასთან საერთაშორისო ექიმების ჯგუფის არდაშვება და მისი არგაშვება ჰუმანიტარული მოსაზრებებით სამკურნალოდ საზღვარგარეთ, ბარბაროსული აქტია.  

„როგორც შეიძლება ეს აღიქმებოდეს ევროპაში მითუმეტეს ამ სიტუაციაში, როდესაც დადგა მომენტი, როდესაც ქვეყნის მომავალზე დგას საკითხი?! ქართული საზოგადოება აბსოლუტური უმრავლესობით მხარს უჭერს ევროინტეგრაციას, ოპოზიციური პარტიები აბსოლუტურად მკაფიოდ გამოხატავენ მოწოდებასა და მზაობას იმისკენ რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მიუხედავად ქვეყანაში არსებული შიდა დაძაბულობისა. გუშინ შევხვდი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და მათ კიდევ ერთხელ დამიდასტურეს თავიანთი მკაფიო პოზიცია.  მე მინდა პირადად განვაცხადო რომ მხარს ვუჭერ ასეთ მიდგომას და ვაცხადებ, რომ არ შეიძლება ხალხის და ქვეყნის დასჯა ერთი ოლიგარქის თავგასულობის, სიძულვილისა და პრორუსული განწყობების გამო. ამიტომ სრულიად ვუჭერ მხარს ევროპული პარლამენტს განცხადებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე“,- განაცხადა მალგორზატა გოშიევსკამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics