|
2022-06-17 12:14:31, 1055 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინას და მოლდოვას წევრობის სტატუს მიანიჭებენ, საქართველოს პირობებს წაუყენებენ - Bloomberg
ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, გარკვეული პირობების გათვალისწინებით, რომელიც მომავალში შესრულდება, იუწყება Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. ამასთან, ევროკომისია გეგმავს გამოაცხადოს, რომ ურჩევს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი შეასრულებს რამდენიმე წინაპირობას. "აღმასრულებელი ხელისუფლება აპირებს უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას. ეს არის სიმბოლური ნაბიჯი, ევროკავშირში გაწევრიანების ხანგრძლივი პროცესის ნაწილი", - წერს სააგენტო. ბლუმბერგი აღნიშნავს, რომ ამავდროულად, ევროკომისია „გამოაცხადებს იმ პირობებს, რომელთა შესრულება მოუწევთ ამ ქვეყნებს მომავალში. ისინი ეხება კანონის უზენაესობას, მართლმსაჯულების სისტემას და კორუფციასთან ბრძოლას. იგივე პირობებით საქართველოც შეძლებს ასეთი სტატუსის მიღებას. ის, რომ ევროკომისია უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების წინადადებას აპირებს, მანამდე Politico-მ გაავრცელა. Bloomberg-ის ცნობით, რამდენიმე ქვეყანამ უკვე გააპროტესტა, განსაკუთრებით დანია და ნიდერლანდები. 16 ივნისს კიევში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ოთხივე ევროპელი ლიდერი მხარს უჭერს უკრაინას „დაუყოვნებლივ“ კანდიდატის სტატუსის მინიჭების იდეას. ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში წევრობის მინიჭებისთვის „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს“. რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზია თავის მხრივ რუსეთის მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულებას „მტრულ“ უწოდა. მისი თქმით, უკრაინის შესაძლო გაწევრიანება ევროკავშირში არ შეესაბამება რუსეთის ინტერესებს. „ახალი სახელმწიფოების, მათ შორის უკრაინის ამ არამეგობრულ გაერთიანებასთან დაკავშირება ახალ პირობებში აღარ შეესაბამება რუსეთის ინტერესებს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)