17:01 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-16 16:21:15, 892 ნახვა

პოლიტიკა
მოძრაობა „სირცხვილია“ ელჩებს - მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენს შეკრებას შეუერთდებით

მოხარული ვართ, მოვიწვიოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ევროპის მარშზე, რომელიც თბილისში, პარლამენტის წინ, აქციის სახით დაიწყება და ევროპის მოედნისკენ მსვლელობით დასრულდება. - განაცხადა მოძრაობა  „სირცხვილიამ“.

მათივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებს შორის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით პოლარიზაცია არ არსებობს.

„მოხარული ვართ, მოვიწვიოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ევროპის მარშზე, რომელიც თბილისში, პარლამენტის წინ, აქციის სახით დაიწყება და ევროპის მოედნისკენ მსვლელობით დასრულდება. 

მაშინ, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე პასუხს ელოდება, მიგვაჩნია, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით ქართველი ხალხის ერთიანობის დემონსტრირება. სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ ინიცირებული და ორგანიზებული აქცია ხაზს გაუსვამს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს შორის
ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით პოლარიზაცია არ არსებობს.

ჩვენ აღფრთოვანებული ვართ საქართველოს პარტნიორებისა და მეგობრების ფასდაუდებელი შრომით, რომლის მიზანიც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ  წარმართვაა. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ხართ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გარანტი და მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენს შეკრებას შეუერთდებით. 

დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩებს და წარმომადგენლებს ვიხილავთ პარლამენტთან, 20 ივნისს, 20:00 საათზე." ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა სირცხვილია 20 ივნისს აქციას - შინ ევროპისკენ პარლამენტის შენობასთან 20 ივნისს, 20 საათზე გამართავს, ხოლო 21 საათიდან აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics