17:44 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-15 17:47:00, 946 ნახვა

პოლიტიკა
დეკანოიძე - ნიკა გვარამია პრეზიდენტის შეწყალებას არ ელოდებოდა

ნიკა გვარამია პრეზიდენტის შეწყალებას არ ელოდებოდა. - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, ერთი რაც არის ნიკასთვის ახლა მნიშვნელოვანი, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ეს არის რომ საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

"ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის, კონკრეტულად გზავნილები, რომელიც იყო, მათ შორის თუნდაც ევროპარლამენტში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ბრიუსელში, რა თქმა უნდა, მე ეს ნიკას გადავეცი. მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად შესაშური გამძლეობისა და ბრძოლის მაგალითია ნიკა.  ერთი რაც არის მისთვის ახლა მნიშვნელოვანი, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ეს არის რომ საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რაც არის ძალიან აუცილებელი და ისტორიულ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია ეს ესმოდეს თემას.  მითხრა, რომ არა, არ ელოდებოდა". - განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ რომ  ევროპარლამენტის რეზოლუციაში, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ, ცვლილება შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics