22:34 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-15 16:17:23, 1392 ნახვა

ომი უკრაინაში
პესკოვი - უკრაინაში დაძაბულობის ფონზე, აშშ-სთან კომუნიკაცია არსებითად მნიშვნელოვანია

უკრაინაში ომის გაგრძელებასთან დაკავშირებული დაძაბულობის ფონზე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან კომუნიკაცია არსებითად მნიშვნელოვანია. - განაცხადა კრემლის პრესპიკერმა დმიტრო პესკოვმა. 

მისივე თქმით, ამჟამინდელი ვითარების ფონზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორივე მხარე 2021 წლის ბაიდენისა და პუტინის სამიტის მდგომარეობას დაუბრუნდეს.

"აშშ არსად მიდის, არც ევროპა. ასე რომ, როგორმე მოგვიწევს მათთან კომუნიკაცია, ეს აუცილებელი და არსებითად მნიშვნელოვანია". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics