|
2022-06-15 16:17:49, 790 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე გიგაურზე - 20 წელია ბრეჟნევივით არის ერთი და იგივე ენჯეოს ხელმძღვანელი
პირდაპირი აზრის მომწიფების მცდელობა იყო ის, რასაც ამბობდნენ გიგაური, უსუფაშვილი, მარგველაშვილი, ჭიაბერაშვილმა გააგრძელა ეს ყველაფერი და ა.შ. მედია საშუალებები პირდაპირ ხსნიდნენ იმას, თუ როგორ შეუძლია საქართველოს ცხინვალის და სოხუმის აღება. ეს იყო მათი რიტორიკა, ეს იყო აზრის მომწიფების მცდელობა, რაც ჩაუვარდათ. ახლა გასაგებია, რომ გიგაური უკან იხევს იმიტომ, რომ არ გამოუვიდა აზრის მომწიფება, თუმცა საზოგადოებას ახსოვს აბსოლუტურად ყველაფერი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ მოიყვანა ეკა გიგაურის ციტატა, სადაც იგი ამბობს - „რუსეთი ომს აგებს უკრაინაში, იქ არ ყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობების ფანჯარა გამოვიყენოთ“. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გიგაური ახლა ამბობს, რომ სხვა რამეს ამბობდა. „ეკა გიგაური როდესაც ამას ამბობს, 20 წელია ბრეჟნევივით არის ერთი და იგივე ენჯეოს ხელმძღვანელი და იღებს დაფინანსებას ერთი და იგივე წყაროდან, როდესაც ამას ამბობს, მერე ეს ვიღაცისგან მიეწერება დასავლელ პარტნიორებს, ამიტომ, იქ მნიშვნელოვანია, მოხდეს ასეთი განცხადების უარყოფა მყისიერად. როდესაც უსუფაშვილი, მარგველაშვილი, ჭიაბერაშვილი და სხვები ამ განცხადებებს აკეთებენ და მერე სელფებს იღებენ უცხოელ დიპლომატებთან თუ პარტნიორებთან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს გამიჯვნა ასეთი განცხადებებიდან. როდესაც ვიღაცეები ცდილობენ მოამწიფონ აზრი მეორე ფრონტის შესახებ და ამას არავინ ემიჯნება, ეს რა თქმა უნდა აჩენს გარკვეულ საფუძველს თუ საბაბს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)