22:34 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-14 16:08:23, 1796 ნახვა

ომი უკრაინაში
გერმანიის თავდაცვა - გერმანული ჰაუბიცები უკრაინაში გამოსაყენებლად უახლოს მომავალში იქნება მზად

უკრაინის ჯარების წვრთნა გერმანულ ჰაუბიცებზე მალე დასრულდება, რაც გზას გაუხსნის იარაღის გამოყენებას უკრაინის ომში, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინე ლამბრეხტმა.

უკრაინა დასავლეთს მეტ და უკეთეს არტილერიას სთხოვს, რადგან ქვეყანას საბჭოთა ეპოქის საბრძოლო არსენალი ეწურება.დასავლეთის ქვეყნები უკრაინას ნატო-ს სტანდარტების იარაღს დაპირდნენ, მაგრამ სამხედროებისათვის მათი გამოყენების შესწავლას დრო სჭირდება.

”მალე დასრულდება სწავლება Panzerhaubitze 2000-ზე, რათა ის გამოიყენებოდეს უკრაინაში ბრძოლაში”, - განუცხადა ლამბრეხტმა ჟურნალისტებს დასავლეთ გერმანიის ქალაქ რაინბახში სამხედრო ბაზაზე ვიზიტის დროს.

Panzerhaubitze 2000 არის ერთ-ერთი უძლიერესი საარტილერიო იარაღი ბუნდესვერის ინვენტარში და შეუძლია სამიზნეების დარტყმა 40 კმ მანძილზე.

მაისში გერმანიამ პირობა დადო, რომ კიევს შვიდი თვითმავალი ჰაუბიცს მიაწვდიდა, რაც ნიდერლანდების მიერ დაპირებულ ხუთ საარტილერიო სისტემას დაამატა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics