18:45 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-13 18:13:57, 1173 ნახვა

პოლიტიკა
№8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ადვოკატის ვიზიტის წინასწარ დაჯავშნის ელექტრონული პორტალი ამოქმედდა

დვოკატები, რომლებისთვისაც წინასწარ არის ცნობილი მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან ვიზიტის საჭიროება, ელექტრონული პორტალის საშუალებით შეძლებენ ვიზიტის წინასწარ დაჯავშნას, რაც უზრუნველყოფს ადვოკატისა და მისი კლიენტის შეხვედრის ორგანიზებულობასა და დროულობას.  
იმ ადვოკატებს კი, ვისაც კლიენტთან შეხვედრის საჭიროება მოულოდნელად წარმოეშობა ან/და სხვა ნებისმიერი მიზეზით ვერ დაჯავშნის  ვიზიტს, ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრა აქამდე  არსებული სტანდარტული პროცედურის გავლით შეეძლებათ. - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისივე თქმით, ელექტრონული დაჯავშნის სისტემის მუშაობას დღეს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანთან ერთად გაეცნო.

ვიზიტის დაჯავშნის ელექტრონული პორტალი ადვოკატებს შეუქმნის მეტ კომფორტს და შესაძლებლობას, მართონ საკუთარი შეხვედრების კალენდარი. პორტალის ეფექტიანად გამოყენება განტვირთავს ე.წ. ცოცხალ რიგსაც.  

წინასწარი დაჯავშნის ელექტრონული პორტალი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან თანამშრომლობის შედეგად ადვოკატთა ასოციაციამ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს (INL) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. ამ ეტაპზე პორტალი საპილოტე რეჟიმში  №8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოქმედებს.  

ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის  ელექტრონული პორტალის მისამართია: ჰტტპს://პენიტენტიარყ.გბა.გე; ასევე, მოქმედებს ცხელი ხაზი: 511 10 30 97.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics