|
2022-06-13 15:20:20, 1023 ნახვა
საზოგადოება
15 ივნისს ბათუმი ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს
აჭარაში ზაფხულის საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს ‘ზაფხულის ფესტივალი“-თ გაიხსნება. ყველაზე ფერადი და საინტერესო ფესტივალი უცვლელი სლოგანით „ზაფხული იწყება აქ“ წელს ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაზე, რომელიც ანბანის კოშკთან 18:00 საათზე დაიწყება, ქართველი შემსრულებლები, ბენდები და დიჯეები იზრუნებენ. მათ შორის იქნებიან ადგილობრივი და მოწვეული ბენდები „მგზავრები“, „თამადა“, KILLAGES, „ასეა სულ“, See Side და Techno Band Offside. მთელი დღის განმავლობაში ანბანის კოშკთან დაუკრავს DJ გაბუნია, DJ გურული და DJ ჩიკი. ფესტივალზე იფუნქციონირებს ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილის და კერძების შეკვეთა იქნება შესაძლებელი. ზღვის სანაპიროზე გაიმართება ფრანების შოუ, 14:00 საათიდან კი ბულვარის კოლონადებთან სტუმრებისთვის მრავალფეროვანი სპორტულ-გასართობი აქტივობებია დაგეგმილი: დრამების შოუ, პანტომიმა, ავიაშოუ, საბავშვო აქტივობები, სპორტული ცეკვები და სხვა გასართობი ღონისძიებები, ყველა ასაკისა და კატეგორიის სტუმარზე იქნება გათვლილი. ფესტივალი 12:00 საათზე დაიწყება და 03:00 საათზე გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. „ზაფხულის ფესტივალი“ რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ბათუმის მერიისა და ბულვარის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება. 12:00-18:00 - ფრანების შოუ ბათუმის სანაპიროზე
13:00-15:00 მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ავია შოუ ანბანის კოშკთან 14:00 - 17:00 ბულვარის კოლონადებთან:
17:00 -18:00 ჯაზ-ბიგბენდის კონცერტი საზაფხულო თეატრში 18:00 – 21:00 - ღონისძიების გახსნა - ბენდები ანბანის კოშკთან
21:00 – 00:00 – გალა კონცერტი
23:00 - ფოიერვერკი 00:00 – 03:00 ღამის პროგრამა:
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)