|
2022-06-11 14:01:43, 1110 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი - პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციით სიმბოლური ფუნქცია, მთავარია გაიაზროს, რას ნიშნავს, იყოს სიმბოლო
პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციით სიმბოლური ფუნქცია, მთავარია გაიაზროს, რას ნიშნავს, იყოს სიმბოლო. - განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, ქართველი ერის ნდობის მოპოვება არ არის ადვილი, ამას სჭირდება შრომა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტმაც ბევრი უნდა იშრომოს, როგორც ჩვენ, რომ ჰქონდეს და შეინარჩუნოს ნდობა. "საქართველოს მთავრობა არის კონსტიტუციით პასუხისმგებელი საგარეო პოლიტიკაზე ჩვენს ქვეყანაში, ხოლო პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციით სიმბოლური ფუნქცია. სიმბოლური ფუნქცია არ ნიშნავს ფუნქციის უქონლობას. სწორედ სიმბოლოები არის ხოლმე ჩვენი ერის ცხოვრებაში ხშირად გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ მოცემულმა სიმბოლომ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს, იყო სიმბოლო, რა ნიშნავს, გქონდეს სიმბოლური როლი და რას ნიშნავს, იყო ხელისუფლების სამი სხვა შტოს შუაგულში, იმისათვის, რომ მოიპოვო ქართველი ერის ნდობა. ქართველი ერის ნდობის მოპოვება არ არის ადვილი, ამას სჭირდება შრომა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტმაც ბევრი უნდა იშრომოს, როგორც ჩვენ, რომ ჰქონდეს და შეინარჩუნოს ნდობა". - განაცხადა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ სალომე ზურაბიშვილმა მიმართვა გაავრცელა, სადაც მმართველი პარტია გააკრტიკა და აღნიშნა, რომ არც ერთი ადამიანი არც გვარამი, არც სააკაშვილი, არც ივანიშვილი არ ღირს ევროპულ ფასეულობებეზე უარის თქმის მიზეზად.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)