19:26 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-10 14:57:33, 1530 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ომის დროს რუსეთმა 400-მდე საერთაშორისო ხელშეკრულება დაარღვია

2014 წლიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში 400-მდე საერთაშორისო ხელშეკრულება დაარღვია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ  კოპენჰაგენის დემოკრატიული სამიტის მონაწილეების წინაშე გამოსვლისას განაცხადა.

"სიტყვა ყოველთვის კანონის საფუძველია. ის ყოველთვის არის შეთანხმების საფუძველი. კონვენციები, წესდება, დეკლარაციები და, რა თქმა უნდა, მემორანდუმები. მხოლოდ რუსეთის ომის დროს უკრაინის წინააღმდეგ - და ეს გრძელდება, შეგახსენებთ, რომ არა 24 თებერვლიდან, მაგრამ 2014 წლიდან - რუსეთმა დაარღვია ოთხასამდე სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის მხარეც ჩვენი სახელმწიფოები არიან“, - განაცხადა ზელენსკიმ.

კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტმა დაასახელა ასეთი ხელშეკრულებების დარღვევის რამდენიმე მაგალითი:

  • გაეროს წესდება;
  • გაეროს კონვენცია ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ;
  • გაეროს კონვენცია გენოციდის დანაშაულის აღკვეთისა და დასჯის შესახებ;
  • კონვენციების ორგანო, რომელიც არეგულირებს ომის კანონებსა და ჩვეულებებს;
  • იძულებითი გაუჩინარებისგან ყველა პირის დაცვის საერთაშორისო კონვენცია;
  • კონვენცია შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებ;
  • გაეროს კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ;
  • გაეროს კონვენცია ზღვის სამართლის შესახებ.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics