|
2022-06-03 22:34:29, 1470 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი საძაგლიშვილი - ნიკა გვარამია სამსახურეობრივი ხელშეკრულების დარღვევისთვის რუსთავი 2-ს კომპენსაციას სთხოვს
ხელშეკრულების უხეში დარღვევისთვის, ნიკა გვარამია ტელეკომპანია რუსთავი 2-ს კომპენსაციას სთხოვს . - ამის შესახებ განაცხადა ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგკიშვილმა. მისივე თქმით, საუბარია 5 მილიონ აშშ დოლარზე. "ნიკა გვარამიას რუსთავი 2-თან აკავშირებდა სასამსახურო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მისი გათავისუფლება თანამდებობიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე იყო აკრძალული იმიტომ, რომ ამ ვადით იყო ის თანამდებობაზედ დანიშნული და ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშის მიერ, გათავისუფლდა თანამდებობიდან ამ ხელშეკრულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, რის გამოც ნიკა გვარამიას წარმოეშვა მოთხოვნის უფლება 5 მილიონ აშშ დოლარის ოდენობით".- განაცხადა საძაგლიშვილმა. შეგახსენებთ, რომ 16 მაისს ნიკა გვარამიას მოსამართლემ რუსთავი 2-ის საქმეზე 3 წელი და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)