|
2022-06-02 17:54:11, 1135 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი თუ იქნება მზად, რომ გასვლითი სასამართლო სხდომები ჩატარდეს, წინააღმდეგობა არ გვაქვს
მიხეილ სააკაშვილი თუ იქნება მზად, რომ ჩატარდეს გასვლითი სასამართლო სხდომები, წინააღმდეგობა არ გვაქვს. - ამის შესახებ განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ. მისივ ეთქმით, მესამე პრეზიდენტს ამის საშუალება ჯანმრთელობის მდგომარეობამ უნდა მისცეს. "მიხეილ სააკაშვილი თუ იქნება მზად იმისთვის რომ ჩატარდეს გასვლითი სასამართლო სხდომები, თუ მას შეეძლება ამგვარ სხდომებში მონაწილეობის მიღება და ამის სურვილი ექნება, ჩვენ რაიმე წინააღმდეგობა ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს. უბრალოდ, ამჟამინდელი მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილისთვის ტრანსპორტირება კი არ არის მხოლოდ პრობლემა, პრობლემაა მის მიერ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ექიმებისა და ოჯახის წევრების თქმით მძიმეა, რის გამოც მის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)