12:47 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-02 11:07:10, 1655 ნახვა

ომი უკრაინაში
სამთვიანი დუმილის შემდეგ, ანგელა მერკელმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა

დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის მეოთხე თვეში, გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა გადაწყვიტა ვის მხარეზეა და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. 

როგორც ყოფილმა კანცლერმა გერმანიის პროფკავშირების კონფედერაციის თავმჯდომარის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე განაცხადა, მხარს უჭერს გერმანიის მთავრობის ქმედებებს უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით და მის მცდელობებს სიტუაციის გადაწყვეტაში.

"ჩემი სოლიდარობა უკრაინას", - განაცხადა მერკელმა. 

Reuters-ის ცნობით, მერკელმა ისაუბრა სიტუაციისადმი მის დამოკიდებულებაზე შეერთებული შტატებისა და რიგი სხვა სახელმწიფოების მხრიდან რუსეთის მიმართ მისი პოლიტიკის კრიტიკის ფონზე, მათ შორის Nord Stream 2 პროექტის მხარდაჭერისთვის.

ამასთან, გერმანიის ყოფილმა კანცლერმა უარი თქვა მოქმედ ხელისუფლებას უკრაინის მიმართ შემდგომი ნაბიჯების შესახებ რაიმე რჩევის მიცემაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics