12:45 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-02 10:27:41, 1571 ნახვა

ომი უკრაინაში
ოლენა ზელენსკა - რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა იგივე თავისუფლების დათმობაა

რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა იგივე „თავისუფლების დათმობა“ იქნება, ეს არ დაასრულებს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შემოჭრას,- ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკამ გაიმეორა ქმრის პოზიცია, რომ დონბასის რეგიონი - სადაც რუსეთი ახლა კონცენტრირებულია შეტევაზე - ისევ უკრაინული იქნება.

„უკრაინელები ნორმალურად ვერ იღებენ ყველა იმ განცხადებას, რომელსაც ჩვენ ხანდახან ვისმენთ ქვეყნების ლიდერებისგან - ზოგიერთ შემთხვევაში დიდი და გავლენიანი ქვეყნების ლიდერებისგან. თქვენ არ შეგიძლიათ უბრალოდ დათმოთ თქვენი ტერიტორიის ნაწილები, ეს თავისუფლების დათმობას ჰგავს“, - განაცხადა ზელენსკამ.

გარდა ამისა, ზელენსკამ ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთვევაში თუ უკრაინა ტერიტორიებს დათმობს , აგრესორი ამაზე არ გაჩერდება.

„მაშინაც კი, თუ ჩვენ დავთმობთ ჩვენს ტერიტორიებს, აგრესორი ამაზე არ გაჩერდება, ის გააგრძელებს ზეწოლას, ის გააგრძელებს  უფრო და უფრო მეტი თავდასხმების განხორციელებას ჩვენს ტერიტორიებზე“, - დასძინა ზელენსკამ.

შეგახსენებთ, რომ  24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics