|
2022-06-01 15:18:19, 1172 ნახვა
პოლიტიკა
„ლელო“ - ხელისუფლებას შარლ მიშელის შეთანხმებაში დაბურნებისკენ მოვუწოდებთ
პარტია „ლელო“ „ქართულ ოცნებას“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული შეთანხმების დაბრუნებისკენ მოუწოდებს. პარტიის ლიდერის მამუკა ხაზარაძიმ განცხადებით, მთავარი პრობლემა, როემლზეც დღეს ევროპელი ლიდერები საუბრობენ, არის „ქართული ოცნების“ შეთანხმებიდან გასვლა. ამასთან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება ხელისუფლებას. „ახალმა გეოპოლიტიკურმა რეალობამ ჩვენს ქვეყანას მისცა უპრეცენდეტო შანსი მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ლელო-ს მთავარი პოლიტიკური ამოცანა იყო, არის და იქნება ჩენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მომავალის უზრუნველყოფა. შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია: 1. შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ პოლიტიკური პასუხიმსგებლობა სრულად ეკისრება მმართველ გუნდს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის განაცხადის შედეგზე. 2. 19 აპრილის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შეთანხმებული პოლიტიკური შეთანხმებიდან ქართული ოცნების გასვლამ, უმძიმესი დარტყმა მიაყენა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. სწორედ მიშელის შეთანხმების დატოვება იყო მთავარი პრობლემა, რომელიც ბრიუსელში ჩვენი შეხვედრებისას დღის წესრიგში დააყენა ევროპულმა მხარემ. 3. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაბრუნდეს აღნიშნულ შეთანხმებაში. ეს ყველაზე ნათელი პოზიტიური გზავნილი იქნება ევროკავშირისთვის დარჩენილ მოკლე დროში, ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილების მიღებამდე. 4. მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა მიშელის შეთანხმების პროცესში, აიღოს პასუხისმგებლობა და გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ყველა უფლება იმისთვის, რომ ქართული ოცნება დაბრუნდეს აღნიშნულ შეთანხმებაში. 5. ვიწყებთ კონსულტაციებს ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, ერთის მხრივ, დარჩენილ გადამწყვეტ კვირებში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დასაფიქსირებლად და მეორეს მხრივ, მიშელის შეთანხმებაში მმართველი გუნდის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით“,- აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)