|
2022-06-01 12:01:03, 1052 ნახვა
პოლიტიკა
ნედ პრაისი - მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს
სამივე ქვეყნის შემთხვევაში, აშშ როგორც სტრატეგიული პარტნიორი, მტკიცედ უჭერს მხარს მათ ევროპულ მისწრაფებებს,- ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმი, ნედ პრაისმი საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. პრაისის თქმით, აშშ გააგრძელებს მათ გვერდში დგომას. „ამ სამივე ქვეყნის შემთხვევაში (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა), შეერთებული შტატები - როგორც სტრატეგიული პარტნიორი, მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ მისწრაფებებს დაევროპულ ამბიციებს. ჩვენ მათ გვერდით ვიდექით, როცა მათ დამოუკიდებლობის გზაზე გაიარეს იქ, სადაც ახლა არიან, ჩვენ გავაგრძელებთ მათ გვერდში დგომას, სანამ ისინი აგრძელებენ ამ გზას“,- განაცხადა პრაისმა. შეგახსენებთ, რომ 25 მაისს საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირს მიმართა თხოვნით, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსი მიენიჭებინათ. საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს კი ოფიციალურად გადაეცა თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს გაუგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)