11:05 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-31 21:04:56, 1550 ნახვა

ომი უკრაინაში
კულება - რუსეთი მსოფლიოს შიმშილის თამაშებს ეთამაშება

რუსეთი შიმშილის თამაშებს თამაშობს მსოფლიოსთან.- განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

მისივე თქმით, რუსეთი ერთი ხელით ბლოკავს უკრაინული პროდუქტის ექსპორტს და მეორე ხელით ცდილობს, უკრაინა დაადანაშაულოს.

"რუსეთი შიმშილის თამაშებს თამაშობს მსოფლიოსთან, ერთი ხელით ბლოკავს უკრაინული პროდუქტის ექსპორტს და მეორე ხელით ცდილობს, უკრაინა დაადანაშაულოს. უკრაინა მუშაობს გაეროს ხელმძღვანელობით საერთაშორისო ოპერაციაზე პარტნიორების საზღვაო ძალებთან ერთად, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო სავაჭრო გზას უსაფრთხოების რისკების გარეშე". - განაცხადა კულებამ.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა შეზღუდა თევზის პროდუქტების მიწოდება ყველა სომხური საწარმოდან
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics