|
2022-05-31 19:19:58, 1185 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი - დამოუკიდებლობის აღიარების პირველივე დღიდან გვაქვს გერმანიის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მონაწილეობა მიიღო გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ორგანიზებით გამართულ ფორუმში და გერმანული ბიზნესის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა. ფორუმში ასევე მონაწილეობდა გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში. - ამის შესახებ ინფორმაციასს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.. მათივე თქმით, ვიცე-პრემიერმა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრებს გააცნო საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები, განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები. ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველო - გერმანიის განსაკუთრებულ ურთიერთობებს როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ დონეზე. მისი თქმით, გერმანიას უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს მხარდაჭერისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)