|
2022-05-31 13:47:18, 1225 ნახვა
საზოგადოება
ისევ #თიკოსთვის - მძიმე სენზე გასამარჯვებლად გავერთიანდეთ - #ქველმოქმედება
#თიკოსთვის ჩემო მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო, ერთი უდიდესი სათხოვარი მაქვს თქვენთან. ეს ლამაზი და სიცოცხლით სავსე გოგო ჩემი დაიკოა, 32 წლის თინათინი - თიკო ტურძილაძე. ის ასე აღარ გამოიყურება. ახლა მის და ჩვენ ცხოვრებაში დგას ძალიან რთული ეტაპი. თიკო მძიმე სენს ებრძვის, ბრტყელუჯრედოვან კარცინომას, რომელიც არის ავთვისებიანი და სწრაფად პროგრესირებადი. უკვე მოცული აქვს სახის მარჯვენა ნახევარი, მათ შორის თვალი. რომლის დაკარგვის ძალიან დიდი საშიშროებაა. ვეღარ გრძნობს სახის მარჯვენა ნახევარს. თქვენ თუ ახლა ამ პოსტს კითხულობთ, მეგობარი ხართ, ახლობელი, ნაცნობი თუ უცნობი, გეტყვით, რომ ძალიან მჭირდება თქვენი გვერდში დგომა. ‼ერთადერთი და მყავს გადასარჩენი, რომელიც ჩემი სამყაროა, ჩემი სიცოცხლის მიზეზი და აზრია. 32 წლისაა, ულამაზესი და სიცოცხლითსავსე იყო ყოველთვის და ისევ ასეთი უნდა გახდეს. ამიტომ გემუდარებით ყველას, რომ დაგვეხმაროთ. ‼დიაგნოზი მძიმეა, პაპილარული ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა, მე-4 სტადია. საქართველოში არასწორად მკურნალობის შემდეგ ისე დამძიმდა, სასწრაფოდ თურქეთში გადაყვანა გახდა აუცილებელი. თურქმა ონკოლოგმა მის დიაგნოზზე ზუსტად მორგებული იმუნო და ქიმიოთერაპია დაუნიშნა. უკვე 4 კურსი ჩაუტარდა(4 დღიანი 24 საათიანი ურთულესი გადასხმა); თქვენი დახმარებით მოვედით აქამდე, რისთვისაც უღრმეს მადლობას გიხდით ყველას. მკურნალობა შედეგიანია ღვთის წყალობით და უნდა გაგრძელდეს, სანამ ბოლომდე არ გამოჯანმრთელდება. 1 კურსის ღირებულება შეადგენს 7400$-ს(ნეულასტიმის ინექციის ჩათვლით). ისევ გთხოვთ ყველას გვერდში დგომას. 1 ლარიც გადამწყვეტია თიკოს გამოსაჯანმრთელებლად. თქვენ ხართ ჩემი იმედი... ‼გაზიარებასაც გთხოვთ, არ დამზარდეთ, რაც მეტი კეთილი ადამიანი ნახავს, ძალიან დამეხმარებით... თი ბი სი ბანკი #GE42TB7960845064300035 საქართველოს ბანკი #GE21BG0000000527946697 ლიბერთი ბანკი #GE61LB0711132559096000 პ.ნ. 04001013351 PayPal: gvantsa_turdziladze@iliauni.edu.ge
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)