|
2022-05-30 18:00:22, 1101 ნახვა
პოლიტიკა
ექიმი გიორგი კიკაბიძე დაჯილდოვდა
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, მოადგილეებთან ერთად, აჭარის რეგიონში სამედიცინო სფეროში შეტანილი წვლილისა და 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დღის სტაციონარის და ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური განყოფილების უფროსი, ნეიროქირურგი გიორგი კიკაბიძე, მადლობის სიგელით დააჯილდოვა. - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს მათივე თქმით, გიორგი კიკაბიძე 36 წელია ემსახურება რეგიონს უდიდესი პროფესიონალიზმით. ,,ბატონი გიორგი 36 წელია ემსახურება ჩვენს რეგიონს სიყვარულით, პროფესიონალიზმითა და ერთგულებით. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სამინისტროს სახელით, პანდემიის დროს გაწეული დაუღალავი შრომისთვის. ვულოცავთ ბატონ გიორგის საიუბილეო თარიღს, ის ნამდვილად უხდება ჩვენს ქალაქს, სამედიცინო საზოგადოებას. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და პროფესიულ წარმატებებს!“ - აღნიშნა, ნინო ნიჟარაძემ. გიორგი კიკაბიძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შემდეგ, განათლება ნოვოკუზნეცის ინსტიტუტში მიიღო. პროფესიით ნეიროქირურგმა პირველად სამედიცინო საქმიანობა ქალაქ ბათუმიდან დაიწყო და დღემდე აგრძელებს. აქვს საქმიანობის 36 წლიანი გამოცდილება ბათუმის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში სხვადასხვა თანამდებობაზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)