|
2022-05-30 16:00:52, 989 ნახვა
პოლიტიკა
სამუშაო შეხვედრაზე სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების საკითხები განიხილეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ესწრებოდა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების დინამიკა განიხილეს და არსებულ გამოწვევებსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე თქმით, საქართველოს პარლამენტი იხილავს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს, რისთვისაც არაერთი ანგარიში უკვე მომზადებულია. „საქართველოს პარლამენტი იხილავს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს, რისთვისაც არაერთი ანგარიში უკვე მომზადებულია. საჯარო განხილვის ფარგლებში, შევხვდით დონორ ორგანიზაციებს, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენლებს. განვიხილეთ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხედვა კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. წარმოდგენილი იყო სტატისტიკური მასალა. აღნიშნული ტიპის შეხვედრები და დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობა ხელს შეუწყობს გაწონასწორებული, დაბალანსებული და მომავალზე ორიენტირებული კოოპერაციების შესახებ კანონის მიღებას”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)