|
2022-05-30 14:56:04, 903 ნახვა
პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - ამ ისტორიული მომენტისთვის საქართველოს შეეძლო, რომ უკეთ ყოფილიყო მომზადებული
ამ ისტორიული მომენტისთვის საქართველოს შეეძლო, რომ უკეთ ყოფილიყო მომზადებული, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ყველა ერთნაირ მოწოდებას აკეთებს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით, თუმცა პრობლემა ის არის, რომ ყველას ერთ ოთახში თავმოყრა ვერ ხერხდება. "მე ვხედავ, რომ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ყველა ერთნაირ მოწოდებას აკეთებს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით, თუმცა პრობლემა ის არის, რომ ყველას ერთ ოთახში თავმოყრა ვერ ხერხდება. მე არა ვარ გულუბრყვილო და ვიცი, როგორი გამოწვევაა ჯეროვანი პოლიტიკური კულტურის აშენება და არა ერთმანეთზე იარლიყების მიკერება, როგორებიცაა მონები, ომის პარტია, პუტინისტები, მოღალატეები და ასე შემდეგ. თუმცა, მჯერა, რომ ეს გამოწვევა უნდა იქნას გადალახული. ამ ისტორიული მომენტისთვის საქართველოს შეეძლო, რომ უკეთ ყოფილიყო მომზადებული",- განაცხადა კარლ ჰარცელმა კონფერენციაზე - "უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“ სიტყვით გამოსვლისას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)