|
2022-05-30 13:18:29, 1013 ნახვა
პოლიტიკა
„საკუთარ თავს ამ საკრებულოს მოწვევაში ვერ ვხედავ“ - ირაკლი კუპრაძემ ბათუმის საკრებულოში მანდატი დატოვა
პარტია „ლელოს“ წევრმა ირაკლი კუპრაძემ ბათუმის საკრებულოში მანდატი დატოვა. აღნიშნულის შესახებ დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. კუპრაძის თქმით, ის ამ მოწვევის საკრებულოში საკუთარ თავს ვერ ხედავს, თუმცა საქმიანობის გაგრძელებას სხვა ფლანგიდან გეგმავს. „2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენ მივიღეთ ძალადობა, ზეწოლა, მუქარა და უმძიმესი პროცესი, რომელმაც დააზიანა ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია, საარჩევნო პროცესი და საერთოდ მოქალაქეების თავისუფლება, თანამონაწილეობის შესაძლებლობა თვითმმართველობის მართვის პროცესში. შესაბამისად, მე საკუთარ თავს პერსონალურად ვერ ვხედავ ამ საკრებულოს მოწვევაში. მიმაჩნია, რომ ბევრად უფრო ეფექტური ვიქნები სწორედ ბათუმელებისთვის და არამხოლოდ ბათუმელებისთვის სხვა ფლანგზე ბრძოლით, შესაბამისად, ვაგრძელებ ბრძოლას და შრომას. ხელმისაწვდომი ვარ თითოეული ჩვენი გულშემატკივარისთვის თუ არაგულშემატიკვარისთვის, იმ მხარდაჭერის ფარგლებში რისი განხორციელებაც აქანდე შეგვეძლო და ასევე დღევანდელი დღიდან შეგვეძლება“,- განაცხადა კუპრაძემ. გარდა ამისა, 7 თვიანი პაუზის შემდეგ, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, ქართული ოცნების წევრი, რამაზ ჯინჭარაძე გახდა. კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ" და ერთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)