|
2022-05-26 22:17:50, 1253 ნახვა
პოლიტიკა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრო, ოზურგეთში სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობებს მართავს
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრო, ოზურგეთში სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობებს მართავს. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე თქმით, 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ისტორიულ თარიღთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ოზურგეთში სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები იმართება. “გზა ევროპისკენ” - სწორედ ესაა წლევანდელი 26 მაისის თემა. კონცეფციის მიხედვით, საზეიმოდ მოეწყო ოზურგეთის ცენტრალური პარკი, დაიდგა თემატური, შემეცნებითი პავილიონები, მოეწყო ბავშვების გასართობი სივრცე. პარკში მისულ მოქალაქეებს შეეძლებათ ადგილობრივი და თბილისიდან ჩამოსული მუსიკოსების კონცერტს დაესწრონ, გაიმართება კარნავალიც და ბავშვებს არაერთ სახალისო აქტივობაში ჩართვა შეეძლებათ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)