|
2022-05-24 17:36:01, 1319 ნახვა
პოლიტიკა
რეპორტიორების საზღვრებს გარეშე - გვარამიას საქმე ოპოზიციური მედიის დასუსტების მცდელობაა
გვარამიას საქმეზე განაჩენისა და სასჯელის სიმძიმე მიუთითებს იმაზე, რომ იგი პოლიტიკურად მოტივირებული იყო ოპოზიციური მედიის დასუსტებისთვის. - ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაცია "რეპორტიორების საზღვრებს გარეშე" ავრცელებს. მათივე თქმით, ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლება ავლენს არა მხოლოდ გარკვეულ პასიურობას პრესის თავისუფლებაზე თავდასხმების ფონზე, არამედ მზაობას - შეაფერხოს ოპოზიციური ჟურნალისტების მუშაობა. "ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლება ავლენს არა მხოლოდ გარკვეულ პასიურობას პრესის თავისუფლებაზე თავდასხმების ფონზე, არამედ მზაობას - შეაფერხოს ოპოზიციური ჟურნალისტების მუშაობა. ჩვენ მოვუწოდებთ სასამართლოებს დაუყოვნებლივ გადახედონ ნიკა გვარამიას განაჩენს და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეასრულონ თავიანთი საერთაშორისო ვალდებულებები, რათა უზრუნველყონ უსაფრთხო გარემო საქართველოში ყველა მედიისთვის". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 16 მაისს ნიკა გვარამის მოსამართლემ რუსთავი2-ის საქმეზე 3 წელი და 6ბთვით პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)