|
2022-05-20 17:30:18, 1435 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს სკოლის შენობას, რომელსაც 200 ადამიანი აფარებდა თავს - არის მსხვერპლი
აღმოსავლეთ უკრაინის ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკში, რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს სკოლას, სადაც 200-ზე მეტი ადამიანი იმალებოდა, მათ შორის ბევრი ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინისრეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი ავრცელებს. გაიდაის თქმით, სამი ზრდასრული დაიღუპა. პოლიცია მოსახლეობის უსაფრთხო თავშესაფარში გადაყვანას ცდილობს. "რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს სკოლას სევეროდონეცკში, აღმოსავლეთ უკრაინის ლუგანსკის ოლქში, სადაც 200-ზე მეტი ადამიანი იმალებოდა, მათ შორის ბევრი ბავშვი, სამი ზრდასრული დაიღუპა და პოლიცია ცდილობს ხალხის სხვა თავშესაფარში გადაყვანას,"- აცხადებს გაიდაი. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით,დაახლოებით 11,000 სახლი, რომელთაგან თითქმის 3,000 მაღალსართულიანი შენობა იყო, ლუგანსკში "ნაწილობრივ ან მთლიანად განადგურდა".
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)