|
2022-05-19 17:01:32, 997 ნახვა
პოლიტიკა
ნაყოფია - ნიკა გვარამია არის მხნედ, ყველა ჟურნალისტს უხდის მადლობას
ნიკა თავს ძალიან კარგად გრძნობს, მხნედ არის. - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა კობა ნაყოფიამ მას შემდეგ, რაც რუსთავის ციხე დატოვა. მისივე თქმით, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ მთავარი პრიორიტეტი არის ახლა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. "ნიკა თავს ძალიან კარგად გრძნობს, მხნედ არის, პირველი მე ვციტირებ ნიკას სიტყვებს ახლა უმნიშვნელოვანესი და პრიორიტეტულია მიშა, რადგან მას აქვს ცოტა დრო, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სამკურნალოდ უცხოეთში იქნას გადაყვანილი. მეორე მისთვის ასევე მნიშვნელოვანია "მთავარი არხი" შემოუთვალა ყველა ჟურნალისტს მადლობა, ასევე პრიორტიტეულია მთავარმა იფუნქციონიროს შეფერხების გარეშე და ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს" - განაცხადა ნაყოფიამ. შეგახსენებთ, რომ 16 მაისს ნიკა გვარამიას მოსამართლემ რუსთავი 2-ის საქმეზე 3 წელი და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)