|
2022-05-17 18:41:05, 1118 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი საძაგლიშვილი - სასამართლოს ეს განაჩენი ცალსახად მიუთითებს საბოტაჟზე ევროკავშირზე
მას არ აქვს ტელევიზორი ის სრულიად მოწყვეტილია გარე სამყაროს. - ამის შესახებ განაცხადა ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა. მისივე თქმით, საუბრის დიდი ნაწილი ეთმობა ინფორმაციის მიწოდებას თუ როგორია საერთაშორისო და ლოკალური გამოხმაურება მის ცალსახად პოლიტიკურ განაჩენთან დაკავშირებით. " მას არ აქვს ტელევიზორი ის სრულიად მოწყვეტილია გარე სამყაროს, აქედან გამომდინარე საუბრის დიდი ნაწილი ეთმობა ინფორმაციის მიწოდებას თუ როგორია საერთაშორისო და ლოკალური გამოხმაურება მის ცალსახად პოლიტიკურ განაჩენთან დაკავშირებით. ლაშა ჩხიკვაძემ შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა და მან გააჟღერა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება. გარდა იმისა რომ აღნიშნული დავა შინაარსობრივად პრობლემურია ასევე როდის გამოაცხადა სასამართლომ ეს განაჩენი ცალსახად მიუთითებს საბოტაჟზე ევროკავშირზე." - განაცხადა საძაგლიშვილმა. შეგახსენებთ, რომ 16 მაისს ნიკა გვარამიას მოსამართლემ რუსთავი 2-ის საქმეზე 3 წელი და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)