00:44 - 26 Jun, 2026
|
2022-05-15 14:22:39, 1443 ნახვა
ომი უკრაინაში
„უკრაინისთვის მეტი იარაღი და სხვა დახმარება უკვე გზაშია“ - კულება ბლინკენს ბერლინში შეხვდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, ახალი იარაღის მიწოდებაზე შეთანხმდნენ. "მეტი იარაღი და სხვა დახმარება უკვე უკრაინისკენ მიმავალ გზაზეა", - წერს კულება სოციალურ ქსელში. უკრაინის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო უკრაინული საკვების ექსპორტზე აფრიკასა და აზიაში. „მადლობელი ვარ სახელმწიფო მდივნის ბლინკენისა და შეერთებული შტატების ლიდერობის ურყევი მხარდაჭერისთვის“, - დასძინა კულებამ. ცნობისთვის, დმიტრო კულებას განცხადებით, პარტნიორები არ ელოდნენ გაჭიანურებულ ომს, მაგრამ მისი კურსი შეიძლებოდა განსხვავებული ყოფილიყო, თუ უკრაინას საჭირო იარაღი ექნებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)