23:29 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-13 11:44:38, 1825 ნახვა

ომი უკრაინაში
ამერიკის რესპუბლიკელმა სენატორმა უკრაინის დასახმარებელად $40 მილიარდი დახმარების სწრაფი მიღება დაბლოკა

კენტუკის რესპუბლიკელმა სენატორმა რენდ პაულმა ერთპიროვნულად გადადო უკრაინისთვის დამატებითი 40 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხის დამტკიცება.

აღნიშნული კანონმდებლობა ქვედა პალატამ დაამტკიცა, რომელსაც სენატში ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა გააჩნია.

სენატორის განცხადებით ისინი ვერ გადავარჩენთ უკრაინას აშშ-ს ეკონომიკის განწირვით.

დემოკრატებმა და სენატის უმცირესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა წინააღმდეგობა გამოთქვეს და ხმის მიცემა შესტავაზეს, თუმცა სენატორმა უარყო შეთავაზება.

სენატორის თქმით, ის დამატებითი ხარჯები იყო მნიშვნელოვანი თანხა, რომელიც გააღრმავებდა ფედერალურ დეფიციტს და გააუარესებდა ინფლაციას.

„რაც არ უნდა თანაგრძნობა იყოს მიზეზი, ჩემი ფიცი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვისაა“, - განაცხადა პაულმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის დასახმარებლად კონგრესს დამატებით 33 მილიარდი დოლარის გამოყოფა სთხოვა. ამის საპასუხოდ, კონგრესის ქვედა პალატამ უკრაინისთვის დამატებით 40 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა. 

წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტის მიღების მომხრე 368, ხოლო მოწინააღმდეგე 57 კონგრესმენი აღმოჩნდა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics