21:47 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-11 15:08:37, 1660 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის ქალაქ ხერსონის მარიონეტული რეჟიმი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ითხოვს

უკრაინის ქალაქ ხერსონის მარიონეტული რეჟიმი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ითხოვს. ამის შესახებ რუსეთის მიერ დანიშნული ხერსონის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსმა, კირილ სტრემოუსოვმა განაცხადა.

 ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსი გეგმავს რომ ვლადიმერ პუტინს უახლოეს მომავალში წინადადებით მიმართოს.

„ქალაქი ხერსონი არის რუსეთი, ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე რესპუბლიკა არ შეიქმნება, არ იქნება რეფერენდუმი. შეიქმნება განკარგულება, რომელიც ეფუძნება ხერსონის ოლქის ხელმძღვანელობის მიმართვას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისადმი. ჩვენი მოთხოვნაა რეგიონი  რუსეთის ფედერაციაში შევიდეს“, - განაცხადა სტრემუსოვის ციტირებულმა რია ნოვოსტიმ.

მსგავსი განცხადებები სტრემუსოვმა წარსულშიც გააკეთა. 7 მაისს მან განაცხადა, რომ რეგიონი ცდილობს  რუსეთის შემადგენლობაში შესვლას: „არავინ არაფერს გვაძალებს, მაგრამ  რუსული მიწები კულტურისა და ღირებულებების ისტორიულ არხზე უნდა დაბრუნდეს".-აღნიშნავდა იგი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics