|
2022-05-10 16:49:53, 1321 ნახვა
პოლიტიკა
კობა ნაყოფია - მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, რომ გამოკვლევების ჩასატარებლად „ ვივამედში“ გადაიყვანონ
მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, რომ გამოკვლევების ჩასატარებლად "ვივამედში" გადაიყვანონ . - ამის შესახებ რუსთავის მე-12 პენიტეციური დაწესებულების დატოვების შემდგომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა კობა ნაყოფიამ განაცხადა. მისივე თქმით, ეს შეეხება მხოლოდ კვლევების ჩატარებას და არა მკურნალობის მიზნით გადაყვანას. " მას უკვე აცნობეს სანამ მე შევიდოდი, რომ ის იქნებოდა გადაყვანილი, მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, რომ გამოკვლევების ჩასატარებლად "ვივამედში" გადაიყვანონ, უბრალოდ, აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, იქ არ არის საუბარი მის მკურნალობაზე გადაყვანასთან დაკავშირებით, საუბარია, მხოლოდ გამოკვლევასთან დაკავშირებით" - განაცხადა კობა ნაყოფიამ. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ექიმებისა და ოჯახის წევრების თქმით მძიმეა, რის გამოც მის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)