|
2022-05-10 14:12:40, 1143 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი - თუკი ევროკავშირი გამოიჩენს საჭირო სამართლიანობას, ევროპაში კუთვნილ ადგილს დავიკავებთ
კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებსს, რომ თუ ევროკავშირი "გამოიჩენს საჭირო სამართლიანობას", საქართველო ევროპაში კუთვნილი ადგილს დაიკავებს. როგორც მან გამართულ ბრიფინგზე დასძინა, იმედი აქვს, რომ არ იქნება რაიმე "უსაფუძვლო შეფერხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან". „ვიცი, რომ ევროკავშირი თუკი გამოიჩენს საჭირო სამართლიანობას, თუკის ვამბობ, რადგან კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მითუმეტეს, წევრის სტატუსის მინიჭება არის პოლიტიკური პროცესი და ამ პოლიტიკურ პროცესში წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსის მიღწევა ხანდახან რთული საქმეა ხოლმე. თუკი ეს იქნება, ასე ვთქვათ, შედარებით მარტივი, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი საფუძვლიანი და ლეგიტიმური მოლოდინი, როგორც სახელმწიფოს და ქართველ ერს, რომ ევროპაში დავიკავოთ ის კუთვნილი ადგილი, რომელიც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გვეკუთვნის. ამიტომაც იმედით ველოდებით შედეგს და იმედი მაქვს, რომ არ იქნება რაიმე უსაფუძვლო შეფერხება ამ გზაზე უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან", - განაცხადა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, დღეს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირს კითხვარის მეორე ნაწილს გადასცემს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)