|
2022-05-10 14:03:56, 1057 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი „ნაცმოძრაობის“ ინიციატივაზე - თავდებში რომ დაუდგე ვინმეს, ჯერ თავი უნდა გქონდეს და ვიღაც გენდობოდეს
თავდებში რომ დაუდგე ვინმეს, ჯერ თავი უნდა გქონდეს, რეპუტაცია უნდა გქონდეს და ვიღაცა უნდა გენდობოდეს, - ასე ეხმიანება კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას. მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდნტისთვის თავდებში დადგომა არის მდელობა,რომ მიხეილ სააკაშვილი "ციხიდან საზღვარგარეთ გადამალო". "თავდებში დადგომა იმისათვის, რომ ადამიანი გააპარო ციხიდან და საზღვარგარეთ გადამალო იმ საბაბით, რომ მკურნალობას გაივლის უცხოეთში უკეთესად, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური გამოგონებაა. გარდა ამისა, ვინაიდან პატიმართან გვაქვს საქმე, მე თავს ვიკავებ ხოლმე უადგილო იუმორისგან, მაგრამ თავდებში რომ დაუდგე ვინმეს, ჯერ თავი უნდა გქონდეს, რეპუტაცია უნდა გქონდეს და ვიღაცა უნდა გენდობოდეს. რაკი ამ შემთხვევაში არც ერთი აქვთ, არც მეორე და არც მესამე, ძალიან ძნელი იქნება ამ ინიციატივის სერიოზულად შესწავლა",- განაცხადა წულუკიანმა. ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გამოდის ინიციატივით, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შემთხვევაში, მას თავდებში დაუდგნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)