20:13 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-10 10:56:53, 1597 ნახვა

ომი უკრაინაში
პენტაგონი - რუსეთს ჯარისკაცებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდება უჭირს

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ზიანს აყენებს მის თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზას, რაც უკრაინაში მყოფი  რუსეთის არმიისათვის ზუსტი მართვადი საბრძოლო მასალის მარაგის შევსებას ართულებს. ამის შესახებ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ბრიფინგზე განაცხადა.

პენტაგონის ცნობით, უკრაინამ ბოლო 24 საათის განმავლობაში შვიდი ქვეყნისგან 13 ტიპის იარაღი მიიღო. 

„ჩვენ ვნახეთ, რომ მათ უკვე გამოიყენეს ბევრი ზუსტი მართვადი იარაღი. ისინი აგრძელებენ მარიუპოლზე დარტყმას უმართავი ბომბებით. მათ აქვთ პრობლემები ზუსტი მართვადი საბრძოლო მასალის შევსებასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ სანქციებმა და ექსპორტის კონტროლმა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ელექტრონულ კომპონენტებს, გავლენა მოახდინა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზის შესაძლებლობებზე და მარაგების შევსების უნარზე“, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.

პენტაგონის ცნობით, დაპირებული 90-დან 85 ჰაუბიცი უკვე უკრაინაშია, უკრაინელი სამხედროები ახალი იარაღის გამოყენებაში წვრთნებს გადიან





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics