17:11 - 26 Jul, 2026
|
2022-05-08 22:30:12, 1227 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე- უკრაინას ბრალდებების პასუხად მტკიცებულებების წარმოდგენა მოვთხოვეთ და მათგან კი სიჩუმე მივიღეთ
უკრაინას ბრალდებების პასუხად მტკიცებულებების წარმოდგენა მოვთხოვეთ და მათგან კი სიჩუმე მივიღეთ, - ამის შესახებ „იმედის კვირას“ თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა. „ადამიანი, რომელიც ვიღაცის პრორუსულობაზე საუბრობს და ცრუ ბრალდებებს წარმოადგენს, პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა შეხედოს, ვინ არის. ჯერ საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს საქართველოდან რუსეთი იარაღს იღებდა. აბსოლუტურად გაუგებარი იყო ეს განცხადება. ჩვენც გავაკეთეთ განცხადება, რომ წარმოედგინათ მტკიცებულება., რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულებები. პასუხად მივიღეთ სიჩუმე. როგორ შეიძლება, როდესაც მეგობარი ქვეყანა ხარ შენი მეგობარი ქვეყნის მიმართ ასეთი უსამართლო და უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)