|
2022-05-07 19:21:53, 1251 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინაში IRI-ის გამოკითხვით, უკრაინის დახმარების მიხედვით, საქართველო პოლონეთთან, დიდ ბრიტანეთთან და აშშ-სთან ერთად, პირველ ოთხეულშია
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (IRI)-ის უკრაინაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რუსეთის სამხედრო აგრესიის კონტექტსში უკრაინის დახმარების მიხედვით, საქართველო პოლონეთთან, დიდ ბრიტანეთთან და აშშ-სთან ერთად, პირველ ოთხეულშია. კითხვაზე, თქვენი აზრით, რომელმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა გაუწიეს მხარდაჭერა უკრაინას რუსეთის სამხედრო აგრესიის კონტექსტში, გამოკითხულთა 67% მიიჩნევს, რომ პოლონეთმა, 56% აცხადებს, რომ დიდმა ბრიტანეთმა, 54% პროცენტი აშშ-ს ასახელებს, ხოლო 17% ფიქრობს, რომ საქართველომ. ამასთან, გამოკითხულთა 8% მიიჩნევს, რომ კანადამ, შვიდ-შვიდი პროცენტი ასახელებს რუმინეთსა და საფრანგეთს, ხოლო 4 პროცენტი ფიქრობს, რომ ლიეტუვამ. IRI-ის კვლევა უკრაინის მასშტაბით, 30 მარტიდან 12 აპრილის დროის პერიოდში ჩატარდა (გარდა ოკუპორებული ტერიტორიებისა – ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისა). საერთო ჯამში მასში მონაწილეობა მიიღო 20 001-მა 18 წლისა და 18 წელს გადაცილებულმა ადამიანმა. კვლევა ძირითად სატელეფონო იყო. კვლევის ცდომილება 2 პროცენტს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)