|
2022-05-07 12:49:05, 1240 ნახვა
პოლიტიკა
ომბუდსმენი - სახელმწიფო დაფინანსებით მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებს ფართის დაცლა მოსთხოვეს
სახელმწიფო დაფინანსებით მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებს ფართის დაცლა მოსთხოვეს. - ამის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე თქმით, ამის პარალელურად, მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იზრდება უკრაინელთა სოციალური მხარდაჭერის დაფინანსება, რომელიც საცხოვრებლით უზრუნველყოფის ხარჯებსაც მოიცავს, რაც ნამდვილად მისასალმებელია. "სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და თანამდებობის პირებს - მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გაატარონ ყველა აუცილებელი ღონისძიება კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად და მოხდეს როგორც ცალკეული უწყებების, ასევე უკრაინიდან დევნილი მოქალაქეების სათანადო ინფორმირება იმის შესახებ, თუ როგორ, როდის და სად მოხდება მათი განსახლება". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ უამრავი მშვიდობინი მოქალაქე ლტოლვილად იქცა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)