18:51 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-05 16:29:59, 1257 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ მომავალშიც დავუჭერთ მხარს უკრაინას როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული კუთხით


ჩვენ მოვახდინეთ ყველა ჩვენი რესურსის მობილიზაცია ამ დამანგრეველი ომის შედეგების შესამსუბუქებლად. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი უკრაინაში ჩვენი ისტორიული პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერაზე ჩვენი რეგიონისთვის ასეთ მღელვარე დროს. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საერთაშორისო საზოგადოების გვერდით და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას. ჩვენ მომავალშიც დავუჭერთ მხარს უკრაინას როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული კუთხით, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის „უკრაინისთვის" ფარგლებში გამართულ საქველმოქმედო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ომმა უკრაინაში გამოიწვია მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი რეგიონში, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებისგან ითხოვს დაუყოვნებლივ მოქმედებას.

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის უხეშ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის და გაეროს ქარტიის ფუნდამენტურ პრინციპებს და ნორმებს და წარმოადგენს უპრეცედენტო გამოწვევას ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. უკრაინაში ომის შედეგები განსაზღვრავს ევროპის უსაფრთხოების სამომავლო არქიტექტურას და საფუძველს ჩაუყრის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოს ჩვენს რეგიონში და  მის საზღვრებს გარეთ.

ომმა უკრაინაში გამოიწვია მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი რეგიონში, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებისგან ითხოვს დაუყოვნებლივ მოქმედებას. ჩემი მთავრობა უპირობო სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ პარტნიორებს. ჩვენ მოვახდინეთ ყველა ჩვენი რესურსის მობილიზაცია ამ დამანგრეველი ომის შედეგების შესამსუბუქებლად. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი უკრაინაში ჩვენი ისტორიული პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერაზე ჩვენი რეგიონისთვის ასეთ მღელვარე დროს. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საერთაშორისო საზოგადოების გვერდით და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას. ჩვენ მომავალშიც დავუჭერთ მხარს უკრაინას როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული კუთხით, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში,"- აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics