|
2022-05-04 19:07:41, 1144 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მე არ მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც 40 წლის ასაკში ხდებიან პატრიოტები
ჩვენ ვიცით, რომ თავის დროზე, როდესაც იანუკოვიჩი იყო ხელისუფლებაში, მჭიდროდ მიხეილ პოდოლიაკი მჭიდროდ თანამაშრომლობდა ამ ადამიანთან, რომელიც, საყოველთაო აღიარებით, იყო პრორუსი პოლიტიკოსი უკრაინაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, არესტოვიჩი დუგინთან დაკავშირებულია. „ასევე არესტოვიჩი იყო დუგინთან დაკავშირებული, რომელიც კრემლის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგია. გონჩარენკო, რომელიც აქტიურობს საქართველოს საკითხებზე, ასევე იყო იანუკოვიჩიის პარტიის წევრი. მე არ მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც 40 წლის ასაკში ხდებიან პატრიოტები. ისინი არ არიან პატრიოტები და მხარს უჭერენ საქართველოში იმ პოლიტიკურ ძალას, რომლებიც ასევე არ არიან პატრიოტები. მათი ერთადერთი მიზანია იმის გამეორება, რაც მოხდა უკრაინაში. ანუ, ეს არის საქართველოს ჩართვა სამხედრო კონფლიქტში, რასაც ჩვენ ბუნებრივია ვერ დავუშვებთ“, - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)