15:26 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-04 10:30:13, 1491 ნახვა

ომი უკრაინაში
ალექსეი დანილოვი: ეს ომი უკრაინაზე არ შეჩერდება - მოემზადეთ ძმებო ყაზახებო და ძმებო მოლდოველებო

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინაში მაისში არ დასრულდება.

დანილოვმა ISLND TV- სთვის მიცემულ ინტერვიუში ასევე დასძინა, რომ ომის დასრულება უკრაინელ სამხედროებსა და პარტნიორ ქვეყნებზეა დამოკიდებული, თუმცა მიიჩნევს, რომ საომარი მოქმედედბები მათ საზღვრებს გასცდება.

"თუ ჩვენ ვისაუბრებთ ომის ცხელ ფაზაზე, მაშინ მე არ ვარ ოპტიმისტი, რომ ის მაისში დასრულდება. ეს იქნება ხანგრძლივი ომი და ის კვლავ გაგრძელდება ჩვენს ტერიტორიაზე და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ომი უკრაინაზე არ შეჩერდება. კიდევ ბევრი რამ იქნება. ლავროვმა წინა დღეს თქვა, რომ ყაზახები და მოლდოველები ძმები არიან. მოემზადეთ ძმებო ყაზახებო და ძმებო მოლდოველებო“, - განაცხადა დანილოვმა.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
CashBack-ის და VISA-ს საზაფხულო შეთავაზება ლიბერთის მომხმარებლებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics