20:14 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-02 15:15:30, 932 ნახვა

პოლიტიკა
ლაშა ხუციშვილი: პარტნიორი ქვეყნები, რომლებმაც უშუალოდ დააწესეს სანქციები, დეტალურად არიან ინფორმირებულები საქართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე

ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან. იმ ქვეყნებთან, რომლებმაც უშუალოდ დააწესეს სანქციები. ამ ნაწილში ჩვენი პარტნიორები დეტალურად არიან ინფორმირებულები, თუ რას აკეთებს საქართველო, რა ღონისძიებებს ატარებს და ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ ჩვენს პარტნიორებს საქართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით შეკითხვები არ აქვთ, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ მკვეთრად იქნა გაცხადებული, რომ საქართველო ვერ და არ იქნება სანქციების გვერდის ავლის ადგილი.

„მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო ყველა ჩვენს პარტნიორთან ახორციელებს  ინფორმაციის გაცვლასა და დაზუსტებას მთელი რიგი მიმართულებებით. შესაბამისად, ეს პროცესი უზრუნველყოფს იმას, რომ  არ იყოს დაშვებული რაიმე ტიპის შეცდომა. ბუნებრივია, როდესაც საუბარი გვაქვს ძალიან დიდ რაოდენობა საქონლის მოძრაობაზე, მნიშვნელოვანია, რომ დეტალურად იქნას განმარტებული ყველა სანქცია, რაც არის დაწესებული. სანქცირებული საქონლის კონკრეტული ჩამონათვალი ხელმისაწვდომია, როგორც ევროკავშირის, ისე დიდი ბრიტანეთის ხაზინისა და ყველა იმ ქვეყნის მარეგულირებლის ვებგვერდებზე, რომელსაც დაწესებული აქვთ სანქციები. შესაბამისად, ამ სანქციების აღსრულების ნაწილში ჩვენი პარტნიორების მხრიდან არანაირი კითხვები არ არის. პირადად მქონდა შეხვედრა ძალიან ბევრ ჩემს კოლეგასთან, რეგულატორთან, იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც უშუალოდ დააწესეს სანქციები და შესაბამისად, ისინი სრულად არიან ინფორმირებულები იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებს საქართველო ამ მიმართულებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics