|
2022-04-29 17:35:49, 1052 ნახვა
პოლიტიკა
ყაველაშვილი - უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებული „ცხელი თავების“ განცხადებები ქვეყანაში ანტიუკრაინულ განწყობებს აღვივებს
უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებული „ცხელი თავების“ ბოლოდროინდელი განცხადებები არათუ სცდება ეთიკისა და მეგობრობის ფარგლებს, არამედ ძალიან საშიშ ტენდენციას იღებს და პირდაპირ აღვივებს ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ ხალხში ანტიუკრაინულ განწყობებს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, კიდევ უფრო ცხადი ხდება ვისი და რა კონკრეტული დავალებით "შემოიპარა მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან". "უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებული „ცხელი თავების“ ბოლოდროინდელი განცხადებები არათუ სცდება ეთიკისა და მეგობრობის ფარგლებს, არამედ ძალიან საშიშ ტენდენციას იღებს და პირდაპირ აღვივებს ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ ხალხში ანტიუკრაინულ განწყობებს. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც პოლიტიკური და სამართლებრივი მხარდაჭერით დაწყებული, ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნით დამთავრებული, ჩვენ მოწინავეთა რიგებში ვართ. თუ არესტოვიჩს, არახამიას ან პოდოლიაკს ჰგონიათ, რომ ქართველი ხალხი ვერ ხედავს მათ კლანურ, კოორდინირებულ მოქმედებას საქართველოში მოქმედ მეხუთე კოლონასთან, იგივე ერთიან მოღალატეობრივ მოძრაობასთან, ძალიან მწარედ სცდებიან. უფრო მეტიც, ქართველი ხალხი ძალიან მძაფრად და მწვავედ რეაგირებს ყველა მცდელობაზე, რომელიც საქართველოს ომში ჩართვისკენაა მიმართული! დღეს კიდევ უფრო ცხადი ხდება ვისი და რა კონკრეტული დავალებით შემოიპარა სააკაშვილი უკრაინიდან. მან იცოდა (რაც მან აღიარა კიდეც), რომ პუტინი უკრაინაში შეიჭრებოდა და თვითმმართველობის არჩევნების დროს ქვეყნის ასარევად და საქართველოს ომში ჩასათრევად ჩამოვიდა. ჩამოსვლა მან ვერ გაბედა გაცილებით მნიშვნელოვან, საპარლამენტო არჩევნებზე, მაგრამ ახლა უკვე ის კონკრეტული მიზნით მოქმედებდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)