|
2022-04-29 16:44:49, 1143 ნახვა
პოლიტიკა
ნინო წილოსანმა შოთა დიღმელაშვილს სასამართლო დავა მოუგო
დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს, ომის პარტიის ახალგაზრდული ფრთის, „სირცხვილიას“ წარმომადგენელ შოთა დიღმელაშვილს მოვუგე სასამართლო დავა, სადაც უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წელს ჩემი პატივისა და ღირსების შემლახველი ცრუ ინფორმაცია გაავრცელა - ამის შესახებ უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს. ნინო წილოსანის თქმით, 2019 წლის აგვისტოში შოთა დიღმელაშვილმა მას ბრალი დადო .ე.წ. „კრიშობაში“, რაც იყო და არის ტყუილი. მისივე თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს არის დიღმელაშვილისნაირი პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების რეალური სახე - სიცრუეზე და ფეიქ-ნიუსებზე დაფუძნებული კამპანია. „დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს, ომის პარტიის ახალგაზრდული ფრთის, „სირცხვილიას“ წარმომადგენელ შოთა დიღმელაშვილს მოვუგე სასამართლო დავა, სადაც უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წელს ჩემი პატივისა და ღირსების შემლახველი ცრუ ინფორმაცია გაავრცელა 2019 წლის აგვისტოში პირდაპირ (LIVE) ჩართვაში შოთა დიღმელაშვილმა ბრალი დამდო ე.წ. „კრიშობაში“, რაც ჩემთვის სრულიად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია, რაც ყველაზე მთავარია, მისი საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია იყო და არის ტყუილი! სწორედ ამიტომ შევიტანე თავის დროზე სარჩელი და მიხარია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამაც მთელს ამ პროცესში ერთადერთი ჭეშმარიტება დაადგინა - დიღმელაშვილის გავრცელებული ინფორმაცია იყო სიცრუე და ემსახურებოდა მხოლოდ ჩემს დისკრედიტაციას. პ.ს. იმედი მაქვს, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მცირე როლს მაინც ითამაშებს, რომ ელემენტარული სტანდარტი მაინც დავამკვიდროთ - ასე ხელაღებით არ შეიძლება ადამიანის ღირსება შევლახოთ“ - წერს ნინო წილოსანი Facebook-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)