21:39 - 26 Jul, 2026
|
2022-04-29 13:59:43, 1286 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - „ერთიანი მოღალატეობრივი მოძრაობის“ ყველა გზა ომში მიდის, ოღონდ საკუთარი სამშობლოს გაწირვის ხარჯზე
ომის პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სინამდვილეში ყოველთვის იყო და არის „ერთიანი მოღალატეობრივი მოძრაობა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა გზა ომში მიდის, ოღონდ საკუთარი სამშობლოს გაწირვის ხარჯზე. „ამ დრომდე არ წყდება ჰიბრიდული ომი და შანტაჟის მცდელობები „ერთიანი მოღალატეობრივი მოძრაობის“ და მათი ლობისტების მხრიდან ერთადერთი მიზნით: საქართველო ჩაერთოს ომში. მათი ყველა გზა ომში მიდის, ოღონდ საკუთარი სამშობლოს გაწირვის ხარჯზე! ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ყველა გზა კი მშვიდობის, მშვიდობიანი დეოკუპაციის და განვითარების გზაა“, - წერს მამუკა მდინარაძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)